მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რეკომენდაციების დიდი უმრავლესობა უკვე შესრულებულია და მათ ამაში ფორმალური მონაწილეობაც კი არ მიუღიათ

მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: რეკომენდაციების დიდი უმრავლესობა უკვე შესრულებულია და მათ ამაში ფორმალური მონაწილეობაც კი არ მიუღიათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეწყვეტილ მორიგ ბოიკოტს გამოეხმაურა.

„რეკომენდაციების დიდი უმრავლესობა უკვე შესრულებულია და მათ ფორმალური მონაწილეობაც კი არ მიუღიათ ამაში. ახლა აანონსებენ აქციებს, აქტივობებს. მოთხოვნა მათი არის, რომ შევასრულოთ რეკომენდაციებიო. რამდენად გულწრფელები არიან ისინი ამ მოთხოვნებში, თავად განსაჯეთ მაშინ, როდესაც სამუშაო ჯგუფებშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა“, - აღნიშნა მდინარაძემ.