შალვა პაპუაშვილი: „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ და „დროას“ წარმომადგენლების დაშვება ბრიუსელის კორიდორებში უკვე წარმოადგენს რადიკალიზმის წახალისებას

შალვა პაპუაშვილი: „გირჩი - მეტი თავისუფლების“, „სტრატეგია აღმაშენებელის“ და „დროას“ წარმომადგენლების დაშვება ბრიუსელის კორიდორებში უკვე წარმოადგენს რადიკალიზმის წახალისებას

„გირჩი - მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროას“ წარმომადგენლები, ანუ სამი ყველაზე რადიკალი პარტიის წარმომადგენელი გაემგზავრა ბრიუსელში, რათა პირდაპირ ჩაშალოს პირველი რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ეხება დეპოლარიზაციას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რა თქმა უნდა მათგან სხვა არაფერია მოსალოდნელი, გარდა იმისა, რომ ისინი კიდევ ერთხელ ეცდებიან ფეხი დაუდონ საკუთარ ქვეყანას ევროპულ გზაზე. არ ვიცი ვისთან აქვთ შეხვედრები, მაგრამ ზოგადად მათი დაშვება ბრიუსელის კორიდორებში უკვე წარმოადგენს რადიკალიზმის წახალისებას და რა თქმა უნდა, შესაბამისად, ხელს უშლის რეკომენდაციების შესრულებას. მათგან არაფერს, გარდა იმისა, რომ ფეხს დაუდებენ საკუთარ ქვეყანას, მე არ მოველი. ამას აკეთებენ ბოლო თვეებია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ჰო, მაგრამ მაინც ევროკავშირისკენ მივილტვით, არა?! რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ჭირი მოგვკერძოს ამ ევროკავშირმა მაინც იქეთ გვიჭირვს გეზი?! რატომ, რაშია საქმე?
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ჰო, მაგრამ მაინც ევროკავშირისკენ მივილტვით, არა?! რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა ჭირი მოგვკერძოს ამ ევროკავშირმა მაინც იქეთ გვიჭირვს გეზი?! რატომ, რაშია საქმე?
2 წლის უკან