შალვა პაპუაშვილი: ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური სასჯელი არ მოუხდია. მისი ყოფნა პოლიტიკაში არის აბსოლუტურად მიუღებელი

შალვა პაპუაშვილი: ვანო მერაბიშვილს პოლიტიკური სასჯელი არ მოუხდია. მისი ყოფნა პოლიტიკაში არის აბსოლუტურად მიუღებელი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართვა მიუღებელია.

„რაც შეეხება მერაბიშვილისა და კეზერაშვილის ჩართვაზე, ამ საკითხში, კიდევ ერთხელ [ვიტყვი], რაც წინაზე ვთქვი, რომ ვანო მერაბიშვილმა მოიხდა სასჯელი, მაგრამ მას არ მოუხდია პოლიტიკური სასჯელი. მისი ყოფნა პოლიტიკაში არის აბსოლუტურად მიუღებელი და ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად არის წარმოჩენილი, მიუღებელია საზოგადოებისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა.