ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის მეტყველებს იმ კორუფციის პრობლემებზე, რომელიც არის დღეს ევროპარლამენტში

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის მეტყველებს იმ კორუფციის პრობლემებზე, რომელიც არის დღეს ევროპარლამენტში

მიხეილ სააკაშვილის მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის მეტყველებს იმ კორუფციის პრობლემებზე, რომელიც არის სამწუხაროდ წარმოდგენილი დღეს ევროპარლამენტში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც აქვს მისჯილი სასჯელი კონკრეტული უმძიმესი დანაშაულებისთვის. ეს არის უმძიმესი დანაშაულები და მისი მოხსენიება პოლიტპატიმართა შორის მეტყველებს იმ კორუფციის პრობლემებზე, რომელიც არის სამწუხაროდ წარმოდგენილი დღეს ევროპარლამენტში. იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი ასეთ პრობლემებს უახლოეს მომავალში დაძლევს“,- განაცხადა კობახიძემ.