ირაკლი კობახიძე: არავის უკვირს, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები და ისინი, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან

ირაკლი კობახიძე: არავის უკვირს, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები და ისინი, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან

არავის უკვირს ის, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები და ისინი, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს, დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ზოგადად, კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციური დაჯგუფებების მთავარი დონორი, დამფინანსებელი და ის ასევე აფინანსებს შესაბამის ღონისძიებებსაც. შესაბამისად, არავის უკვირს ის, რომ კონკრეტული მოძალადე ახალგაზრდები და ახალგაზრდები, რომლებიც აწარმოებდნენ ბულინგს დაფინანსებული იყვნენ კეზერაშვილის მხრიდან. რა თქმა უნდა ეს საკითხი შემდგომ შესწავლას საჭიროებს“,- აღნიშნა კობახიძემ.