ირაკლი კობახიძე: კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორ უცხოური გავლენის აგენტზე

ირაკლი კობახიძე: კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორ უცხოური გავლენის აგენტზე

ვიქტორ ყიფიანი კვირაზე მეტია აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„იყო გარკვეული სპეკულაციური მცდელობა, რომ მისი განცხადებები დაეკავშირებინათ ბიძინა ივანიშვილისთვის. კვირაზე მეტია ის აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და პირდაპირ შევიდა პოლიტიკაში. ამასთანავე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის კანონი, რომელიც ჩვენ უნდა მიგვეღო, გავრცელდებოდა ვიქტორ ყიფიანზეც, როგორ უცხოური გავლენის აგენტზე. ესეც არის ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ის ასე სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში. ჩემი ინფორმაციით არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა ვიქტორ ყიფიანი. კანონის მიღებამდე ჩაიხსნა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.