ამ კონკრეტული ადამიანის გამოჩენა ხელს უშლის ხოლმე კონსოლიდირებას, - ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე, ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს.
„ეს ჩემი პოზიციაა, ნურავის ეწყინება. რთულ მდგომარეობაში აყენებს ხოლმე მოქმედ თავმჯდომარეს, ზედმეტად „საბნის გადმოწევის“ თვალსაზრისით“, - აღნიშნა დოლიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, რომ აპირებენ დაიწყონ მასობრივი საპროტესტო აქციები. მისი თქმით, მთავარი მიზანია, მთავრობის შეცვლა.