ირაკლი კობახიძე: „სირცხვილიას“ რისკები გუშინაც გამოჩნდა, როდესაც მათი ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ აორგანიზებდა ისეთ სცენარს, რომელიც სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის

ირაკლი კობახიძე: „სირცხვილიას“ რისკები გუშინაც გამოჩნდა, როდესაც მათი ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ აორგანიზებდა ისეთ სცენარს, რომელიც სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის

ჩვენ თანაბრად გვაინტერესებს, ვინ აფინანსებს როგორც „სირცხვილიას“, ისე „პრიმაკოვის ფონდს“, „სირცხვილიას“ რისკები გუშინაც გამოჩნდა, როდესაც მათი ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ აორგანიზებდა ისეთ სცენარს, რომელიც სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„მე პირადად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გუნდის სხვა ლიდერებს არაერთი განცხადება გვაქვს გაკეთებული იმაზე, რომ ეს კანონი მოიცავდა სხვადასხვა წყაროდან მიღებულ შემოსავლებს, მათ შორის, განსაკუთრებით, რუსეთიდან. მაგალითებიც გვქონდა დასახელებული, როგორიც არის, „პრიმაკოვის ფონდი“ და სხვა ორგანიზაციები, შეგიძლიათ, ეს ყველაფერი ამოიღოთ არქივიდან. ამაზე მუდმივად ვაკეთებდით აქცენტს. რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფინანსების კონტროლი, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ორგანიზაციებში რუსეთიდან. ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით, თუმცა, სამწუხაროდ, აქცენტი გადადიოდა ხოლმე სხვა მიმართულებით. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ როგორც „პრიმაკოვის ფონდზე“, ისე „სირცხვილიაზე“ - ერთიც და მეორეც არის გარკვეული რისკების შემცველი ჩვენი ქვეყნისათვის. „სირცხვილიას“ რისკები გუშინაც გამოჩნდა, როდესაც მათი ერთ-ერთი ლიდერი პირდაპირ აორგანიზებდა ისეთ სცენარს, რომელიც სწორედ რუსეთის ინტერესებში შედის. ამიტომ ჩვენ თანაბრად გვაინტერესებს, ვინ აფინანსებს როგორც „სირცხვილიას“, ისე „პრიმაკოვის ფონდს“, - აცხადებს კობახიძე.