გივი მიქანაძე: ბოკერიას მოწოდებები მთავრობის გადადგომის შესახებ და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები, ელემენტარული დემაგოგიაა

გივი მიქანაძე: ბოკერიას მოწოდებები მთავრობის გადადგომის შესახებ და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები, ელემენტარული დემაგოგიაა


გივი მიქანაძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ბოკერიას მოწოდებები მთავრობის გადადგომის შესახებ და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები, ელემენტარული დემაგოგიაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელიც გიგა ბოკერიას მოწოდებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბოკერიას მოწოდებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი რეალური მიზანი, არა კონკრეტული კანონის გაპროტესტება, არამედ ხელისუფლების დამხობაა.

„ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს ბოკერიას, მის საქმიანობას, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი მხრიდან სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მთავრობა გადადგეს და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები, ეს ელემენტარული დემაგოგიაა“, - განაცხადა მიქანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა: „მნიშვნელოვანია, ფოკუსი მთლიანად იყოს მხოლოდ რეჟიმის შეცვლაზე - მხოლოდ ეს არის გამოსავალი ჩვენი ვითარებიდან“.