გურამ მაჭარაშვილი: იტყუება ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არის რუსული და სტუდენტებს, მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას გრანტები შეუწყდებათ - სიმართლეა ის, რომ ეს კანონი საზოგადოებას მოემსახურება

გურამ მაჭარაშვილი: იტყუება ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არის რუსული და სტუდენტებს, მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას გრანტები შეუწყდებათ - სიმართლეა ის, რომ ეს კანონი საზოგადოებას მოემსახურება

ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიკეთებია და კიდევ გავაკეთებთ - საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას სწორად, რომ იტყუება ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არის რუსული და სტუდენტებს, მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას გრანტები შეუწყდებათ. სიმართლეა ის, რომ ეს კანონი საზოგადოებას მოემსახურება, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, „ხალხის ძალა“ სამომავლოდაც მიაწვდის ხალხს ინფორმაციას, რათა მან სწორი არჩევანი გააკეთოს.

„ჩვენ გვახსოვს შარშანდელი წელი, როდესაც, სამწუხაროდ, უკრაინაში ომი დაიწყო. რამდენიმე თვეში, დაახლოებით მაისის პერიოდში, იყო დიდი გამოსვლები ევროპულ კურსთან დაკავშირებით. მაშინაც ვთქვით, რომ ის საზოგადოება გულწრფელი იყო რაღაც თვალსაზრისით. ჩვენ ვთქვით, რომ ამ ინფორმაციას უფრო სწორად მივაწვდიდით. მაშინ გამოჩნდა, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით, სამწუხაროდ, მართალი აღმოჩნდა - საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო დაწერილი გეგმა მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ამის შემდეგ თქვენ ნახეთ, რომ ეს აქციები აღარ გაგრძელდა, რადგან საზოგადოება დარწმუნდა ამაში. ახლაც, ამ აქციების ფონზე, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია - საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას სწორად, რომ იტყუება ის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ეს კანონპროექტი არის რუსული და სტუდენტებს, მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობას გრანტები შეუწყდებათ. კანონპროექტში არის მხოლოდ გამჭვირვალობა და სიმართლეა ის, რომ ეს კანონი საზოგადოებას მოემსახურება და თითოეულ მოქალაქეს ექნება საშუალება, მარტივად შევიდეს და ნახოს იმ არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაც, რომელიც ძალადობრივად მოქმედებს და იმისიც, რომელიც კარგ და კეთილშობილურ საქმეს ემსახურება. საზოგადოებას ეცოდინება, საიდან მოდის დაფინანსება და მერე თვითონ გადაწყვეტს, ვის დაუჭიროს მხარი.“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

Aburjga Tasmanieli ბატონო გურამ, მოწიფული, მოაზროვნე კაცი ხარ, კანონი რა შუაშია, რა მნიშვნელობა აქვს?! ახლა ამ კანონის ნაცვლად 10 მცნება ან ამერიკული უფლებების ბილი რომ დგეინიცირებინათ შედეგი იგივე იქნებოდა! აშშ მისთვის მიუღებელი ეროვნული რეჟიმის დასამხობად , რომელსაც კარგა ხანია თავის კოლონიად თვლის, აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას 30 წლის განმავლობაში მისივე გამოზრდილი არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების , გაძეხია, "კარგი" ევროპული ცხოვრების მოყვარული გავიგინდარებული ახალგაზრდობის ხელებით! გამოსავალი არ არის, ქვეყნის ახალგაზრდობა ტვინგამორეცხილია, ერის მომავალი წაშლილია!
2 წლის უკან