ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლება არის უზურპირებული, ავტოკრატია ჩამოყალიბებულია, დეპუტატებისგან იცავენ რუსებს და „ქართულ ოცნებას“

ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლება არის უზურპირებული, ავტოკრატია ჩამოყალიბებულია, დეპუტატებისგან იცავენ რუსებს და „ქართულ ოცნებას“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ხელისუფლება არის უზურპირებული, ავტოკრატია ჩამოყალიბებულია".

მისი თქმით, ბიუროს დარბაზისკენ სიების გარეშე არავის უშვებენ.

„ხელისუფლება არის უზურპირებული, ავტოკრატია ჩამოყალიბებულია, დეპუტატებისგან იცავენ რუსებს და „ქართულ ოცნებას“, ამ ბიჭებს ასრულებინებენ უკანონო დავალებას, საერთოდ არ არის მათი ფუნქცია პარლამენტის შენობაში დეპუტატების გადაადგილების კონტროლი. შეიძლება სულ არ შევდივარ ბიუროზე და სხვა მიმართულებით მივდივარ, მაგრამ ეს ფლიგელი მთლიანად დაკეტილი აქვთ და არავის უშვებენ სიების გარეშე. ეს არის ხელისუფლების უზურპაცია, დღეს პარლამენტი არ ეკუთვნის ხალხს, პარლამენტი არ ეკუთვნის დეპუტატებს, დღეს პარლამენტი ეკუთვნის სუს-ის, ანტიტერორისტულის თანამშრომლებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.