ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს დაბალანსებული და თანაბრად იყოს დაცული ერთი მხრივ ბიზნესის, მეორეს მხრივ კი მომხმარებლის ინტერესები ,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პრემიერის ინიციატივა, ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, პარლამენტი მზად არის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერთოს. რაც მთავარია, დაბალანსებული უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება და თანაბრად დაცული იყოს ერთი მხრივ ბიზნესის და მეორეს მხრივ მომხმარებლის ინტერესები და უფლებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ძირითადი პროდუქტების მაღალ ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხის დარეგულირებაზე მთავრობამ აქტიური მუშაობა დაიწყო.