მიხეილ სარჯველაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის დამაკნინებელია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ისე, რომ იოტისოდენა დასაბუთებისა და არგუმენტაციის წარმოდგენა არ შეუძლია

მიხეილ სარჯველაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე: პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის დამაკნინებელია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ისე, რომ იოტისოდენა დასაბუთებისა და არგუმენტაციის წარმოდგენა არ შეუძლია

მიხეილ სარჯველაძემ პრეზიდენტის განცხადება შეაფასა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, დასაბუთების გარეშე მსგავსი განცხადებების გარეშე პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის დამაკნინებელია.

„სამმხრივად უსიამოვნების გამომწვევია ეს ყველაფერი. პირველი, ის რომ ლაპარაკია პრეზიდენტზე, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ჩემი აზრით, გაუაზრებელი განცხადებებით გამოდის ამ საკითხთან დაკავშირებით. მეორე, ფაქტია, რომ მისი პოზიციები ემთხვევა ამ შემთხვევაში იმ ადამიანების რიტორიკას, რომლებიც სახელგანთქმულები არიან საქართველოში, როგორც ავის მოქმედები და მესამე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის დამაკნინებელია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ისე, რომ იოტისოდენა დასაბუთებისა და არგუმენტაციის წარმოდგენა არ შეუძლია“, - მიიჩნევს სარჯველაძე.

„ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ხელისუფლების მიერ აქამდე გამოხატული გარკვეული სიფრთხილე ყველას ესმის და ყველასთვის გასაგებია, თუმცა სიფრთხილე არასდროს გამორიცხავდა, მით უმეტეს, ჩვენთვის და ჩვენს ქვეყანაში, არც ღირსებას და არც სოლიდარობას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.