მიხეილ სარჯველაძე გიორგი ვაშაძეზე: უბედურება იმაში კი არ არის, რომ ბინა გააქირავე და დამქირავებელი რუსეთის მოქალაქეა, პრობლემა სხვა რამეშია - როდესაც სხვას აკრიტიკებ იმის გამო, რასაც თავად ჩადიხარ

მიხეილ სარჯველაძე გიორგი ვაშაძეზე: უბედურება იმაში კი არ არის, რომ ბინა გააქირავე და დამქირავებელი რუსეთის მოქალაქეა, პრობლემა სხვა რამეშია - როდესაც სხვას აკრიტიკებ იმის გამო, რასაც თავად ჩადიხარ

უბედურება იმაში კი არ არის, რომ მაგალითად, ბინა გააქირავე და დამქირავებელი რუსეთის მოქალაქეა, პრობლემა სხვა რამეშია - როდესაც სხვას აკრიტიკებ იმის გამო, რასაც თავად ჩადიხარ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძეზე საუბრისას განაცხადა.

„იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ პიარსტრატეგიის მიღმა, ვაშაძეს მისი მშობლების ბინა ახლა რუსეთის მოქალაქეზე აქვს გაქირავებული. ვაშაძე ფაქტს ვერ უარყოფს, თუმცა ინფორმაციის გავრცელებიდან მესამე დღეს, თავდასაცავად ახალი ვერსია შეიმუშავა.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ვაშაძის რეალურ პოზიციებს ააშკარავებს.

„უბედურება იმაში კი არ არის, რომ მაგალითად, ბინა გააქირავე და დამქირავებელი რუსეთის მოქალაქეა, პრობლემა სხვა რამეშია - როდესაც სხვას აკრიტიკებ იმის გამო, რასაც თავად სჩადიხარ, რა საკვირველია, აქ ჩნდება პრობლემა. პირველ რიგში, ეს თავიდან ბოლომდე ააშკარავებს პოზიციებს, რომელიც აქვს ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასეთი პოზიცია და არგუმენტი შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს, რამდენად კეთილსინდისიერად არის წამოყენებული და ეს ბუნებრივია, კარგად წარმოაჩენს, რომ არგუმენტების უდიდესი უმრავლესობა, თუ არ აყველა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, ნაკარნახებია არა კეთილსინდისიერად, არა იმ რწმენით, რომ ეს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია და ასე შემდეგ, არამედ მათი ვიწროპარტიულ, მერკანტილური ინტერესების სამსახურშია ჩაყენებული ყველა ასეთი არგუმენტაცია“, - განაცხადა სარჯველაძემ.