არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სიაზე საუბრის წამოწყებით და მაგნიტსკის ნეგატიური ფაქტორის მოშველიებით დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე.
„რომელიმე სიასთან დაკავშირებით საუბარი და პარალელების ძებნა სრული ნონსენსია. არავითარი წინაპირობა არ არსებობს იმის სათქმელად, რომ სააკაშვილის შემთხვევის მაგნიტსკის საქმესთან მსგავსება შეიძლება იქნას აღმოჩენილი. გამორიცხულია, ვინმემ ობიექტური კრიტერიუმით ახსნას, რა შეიძლება იყოს პარალელი. ეს სხვა არაფერია, თუ არა პიარული სვლა. სიაზე საუბრის წამოწყებით და მაგნიტსკის ნეგატიური ფაქტორის მოშველიებით დისკრედიტაციის მცდელობასთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„კასრებიის სიის“ შემქმნელმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ახალ სიაზე დაიწყო მუშაობა. გაიმართა შეხვედრაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შორის. შალვა ხაჭაპურიძე განმარტავს, რომ სიაში ყველა ის ადამიანი შეჰყავთ, რომელმაც მათი მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კანონი დაარღვია.