ურმას რეინსალუ, რომელიც „ნაცმოძრაობას“ 2012 წლიდან ლობირებს, რადიკალების ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო

ურმას რეინსალუ, რომელიც „ნაცმოძრაობას“ 2012 წლიდან ლობირებს, რადიკალების ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო

ლობისტები მსჯავრდებულის გადასარჩენად - ურმას რეინსალუ, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლიდან ლობირებს, რადიკალების ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.

ესტონელი ჩინოსანი თავის თანამდებობას „ნაცმოძრაობის“ ლობირებისთვის იყენებს. თუ ადრე სააკაშვილის რეჟიმის დავალებით, ქართული ოპოზიციის წინააღმდეგ სხვა სტატუსით იბრძოდა, ახლა არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან იბრძვის.

არქივი მის სკანდალურ განცხადებებს მრავლად ინახავს. მმართველ გუნდს ლობისტების განსაკუთრებით ახლა გააქტიურება არ უკვირს და ისინი მოთხოვნას სასჯელის მოხდამდე დამნაშავის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მიუღებელს უწოდებენ.