ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ სამეზობლო კალათიდან გადაგვიყვანეს გაფართოების კალათაში, ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირთან, უკვე არის გაფართოების კონტექტსში

ვახტანგ მახარობლიშვილი: ჩვენ სამეზობლო კალათიდან გადაგვიყვანეს გაფართოების კალათაში, ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირთან, უკვე არის გაფართოების კონტექტსში

განწყობა ბრიუსელში არის პოზიტიური, ევროკავშირი დადებითად აფასებს პროცესს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის მიმართულებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ვახტანგ მახარობლიშვილმა ელჩების კონფერენციაზე განუცხადა.

„ეს არის ისტორიული პერიოდი, როდესაც საქართველომ ოფიციალური განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე და დაიწყო შეუქცევადი პროცესი ამ მიმართულებით. ჩვენ ფაქტობრივად დღეს ვართ გაფართოების კალათაში, ჩვენ სამეზობლო კალათიდან გადაგვიყვანეს გაფართოების კალათაში და ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ევროკავშირთან, უკვე არის გაფართოების კონტექტსში“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

თბილისში ელჩების კონფერენცია გაიხსნა. ყოველწლიურ ღონისძიებაზე შეიკრიბნენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

კონფერენციის მონაწილეები შეაჯამებენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2022 წლის საქმიანობას და მიღწევებს, ასევე იმსჯელებენ 2023 წლის სამოქმედო გეგმაზე.

ელჩების კონფერენცია, ე.წ. ამბასადორიალი ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობენ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდგომ ამბასადორიალი ფიზიკურ ფორმატში წელს პირველად ტარდება.

Aburjga Tasmanieli ვახტანგ ბიძიკო, ნეტავ იცოდე რას ბოდავ?! კალათში შეიძლება თქვენ ბრძანდებით?! ჩვენ კალათში ნუ მოგვიაზრებ!
2 წლის უკან