ირაკლი ზარქუა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილზე: რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას, ჩემთვის გაუგებარია

ირაკლი ზარქუა ოპოზიციის გარკვეულ ნაწილზე: რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას, ჩემთვის გაუგებარია

რატომ ებრძვიან მართლმადიდებლობას ჩემთვის გაუგებარია. მართლმადიდებლობა და დემოკრატიული განვითარება თავსებადია და ამის არაერთი მაგალითია ჩვენს რელიგიაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

„ვწუხვარ, რომ ასეთი დამოკიდებულება არის გარკვეული ვიწრო ჯგუფების მხრიდან პატრიარქის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.