გიორგი ცაგარეიშვილი: თუ სააკაშვილის გულშემატკივარს უნდა, რომ ყველა ეჭვი გაქარწყლებული იყოს, პატიმარმა და დაცვის მხარემ უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ექიმებთან

გიორგი ცაგარეიშვილი: თუ სააკაშვილის გულშემატკივარს უნდა, რომ ყველა ეჭვი გაქარწყლებული იყოს, პატიმარმა და დაცვის მხარემ უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ექიმებთან

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ექსპერტიზაზე უარის თქმის მიზეზი ისაა, რომ ის მოწამლული არ არის და ეს მორიგი სპეკულაციაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„თუ სააკაშვილის გულშემატკივარს უნდა, რომ ყველა ეჭვი გაქარწყლებული იყოს ე.წ. მოწამვლასთან დაკავშირებით, პატიმარმა და დაცვის მხარემ უნდა ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ექიმებთან, პენიტენციურ სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან. ეს გაუთავებელი ინსინუაციები და სპეკულაციები დარჩება ინსინუაციებად და სპეკულაციებად“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა.

მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.