საქმეში არ არსებობდა დასტური იმისა, თუ როდის შეწყვიტა ქართულმა ჯარმა სროლა. ეს იყო საათების და წუთების დონეზე უმნიშვნელოვანესი და ჩვენ ისიც შევძელით, რომ ასლისთვის მაინც მიგვეკვლია, რომელსაც სააკაშვილი აწერს ხელს და უბრძანებს ჯარს რომ დატოვოს საომარი მოქმედებების ტერიტორია, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედის კვირასთან“ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საუბრისას.
„წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ჯარის დასაცავად. როცა ხელისუფლება შეიცვალა ჩვენ გვაბრალებდა, რომ ჩვენ ვიბრძოდით ქართული ჯარის გასამტყუნებლად. არადა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით მათი გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად“, - აღნიშნა მინისტრმა.