უპასუხისმგებლო იყო ის ნაბიჯები და ის ფორსირება, რომელიც ჩვენი მეგობრების ერთმა ჯგუფმა დაიწყო მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების და სიცოცხლის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან.
„აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მეგობრისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია შიდაპარტიული ბატალიები, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის საკითხი“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების თარიღი გადაწყდება. პარტიის წევრები არჩევნების ფორმატის გარდა, სხვა საკითხზეც იმსჯელებენ.