მიშას დროებითი თანამგზავრების საკითხი შესასწავლია - ესენი არიან ბევრნი და რამდენიმე თაობის წარმომადგენლები - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ბიძამ, თემურ ალასანიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"მიშას ვეუბნებოდი, არ წახვიდე მეთქი, მაგრამ ჩემი არგუმენტები არ აღმოჩნდა საკმარისი. მისი გადაწყვეტილება ეთიკური და მორალური იყო. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი პატრიოტული გრძნობა. ავადმყოფურ მდგომარეობამდე მისული ნოსტალგია, ქვეყნისადმი და ხალხისადმი. იცოდა, რომ ქვეყანა იღუპებოდა და გამოფხიზლება უნდოდა.
ვერავინ მოატყუეთ, თქვენი ტყუილები დარჩა თქვენთან. მიშამ გადაწყვეტილება მიიღო, განა იმიტომ რომ თქვენ მოატყუეთ, არამედ თვითონ უნდოდა ასე. დროებითი თანამგზავრების საკითხი კი შესასწავლია - ესენი არიან ბევრნი, ეს არ არის ერთი, ორი და სამი კაცი. რამდენიმე თაობის წარმომადგენლები არიან - ისინი, ვინც მასთან ერთად დაიწყო, ვინც შემდგომში იბრძოდა მასთან ერთად, 2016-20 წლებში და ისინი ვინც ახლა დარჩა, აი ახლა, როცა სიტუაცია გამოიცვალა და ის არის მსჯავრდადებული"- განაცხადა ალასანიამ.