გიორგი ამილახვარი: სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების თითოეულ პუნქტს ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით ბოლომდე ასრულებს

გიორგი ამილახვარი: სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ რეკომენდაციების თითოეულ პუნქტს ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით ბოლომდე ასრულებს

სიმართლე არის ერთი და ეს სიმართლე არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით, [რეკომენდაციების] თითოეულ პუნქტს ბოლომდე ასრულებს. ეს პროცესი სწორად არის დანახული ჩვენი კოლეგების მხრიდან, - ამის შესახებ გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში ვიზიტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, იმ სკეპტიციზმის, რომელიც შესაძლოა არსებობდა საზღვარგარეთ საქართველოს მიმართ, პოზიტიური განწყობით შეცვლის მიზეზი არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ყველას დაანახა, რომ მზად არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისთივს, და მათი დიდი ნაწილი უკვე შეასრულა.

„ორივე ქვეყანა, სადაც მე გახლდით - ნიდერლანდები და ლუქსემბურგი, სრულად მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას იმ პროცესში, რომელსაც ვახორციელებთ12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად და სრულ მზაობას გამოხატავენ, რომ როგორც კი საქართველო შეასრულებს ამ 12-პუნქტიან გეგმას, მზად არიან მას მხარი დაუჭერენ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური გზავნილი, რომ ორივე ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხადა ამილახვარმა.