ალუდა ღუდუშაური: ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს ყველას, თითოეული ჩვენგანის სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი

ალუდა ღუდუშაური: ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს ყველას, თითოეული ჩვენგანის სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ამ საკითხზე შედგეს კონსენსუსი. ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს ყველას, თითოეული ჩვენგანის სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

„მთავარია, რომ მისი კრიტიკა იყოს ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული და არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის თუ პარტიის მოკავშირე ან მასთან მოაზრებული“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

სახალხო დამცველის ასარჩევად კონსულტაციები გრძელდება. მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ ოპოზიციასთან ერთად შეძლებს საერთო კანდიდატზე შეჯერებას. „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი კრიტერიუმი მიუკერძოებლობაა და ამბობენ, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს ყველას დამცველი.