სააკაშვილთან დაკავშირებით უამრავჯერ უამრავჯერ გავაკეთეთ კომენტარი და დავაფიქსირეთ პოზიცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„იურიდიული ნაწილი არის სასამართლოს გადასაწყვეტი, ხოლო მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პროცესები - ეს არის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების კომპეტენცია. შესაბამისად, ამაზე მეტ არც კომენტარს და არც სიღრმეში არ ვაპირებთ, რომ შევიდეთ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი 14 დეკემბერს არის ჩანიშნული.