ალუდა ღუდუშაური: კონსენსუსისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს მართლა სახალხო დამცველი და არა ისეთი, როგორიც იყო ცალკეული პირების ე.წ. დამცველი, რომელსაც ომბუდსმენი ერქვა

ალუდა ღუდუშაური: კონსენსუსისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს მართლა სახალხო დამცველი და არა ისეთი, როგორიც იყო ცალკეული პირების ე.წ. დამცველი, რომელსაც ომბუდსმენი ერქვა

ყველა საშუალებას გამოვიყენებთ, რათა კონსენსუსი შედგეს და ქვეყანას ჰყავდეს მართლა სახალხო დამცველი და არა ისეთი, როგორიც იყო - ცალკეული პირების ე.წ. დამცველი, რომელსაც სახალხო დამცველი ერქვა, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა სახალხო დამცველის ასარჩევად კონსენსუსი შედგეს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ამ საკითხზე შედგეს კონსენსუსი. ასევე ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქვეყანას ჰყავდეს ყველას, თითოეული ჩვენგანის სახალხო დამცველი, რომელიც იქნება ობიექტური, მიუკერძოებელი. მთავარია, რომ მისი კრიტიკა იყოს ობიექტურ რეალობაზე დაფუძნებული და არ იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის თუ პარტიის მოკავშირე ან მასთან მოაზრებული”, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.