საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ წევრები, ზონდერები და რა ამოცანა აქვთ.
„შეურაცხყოფაზე მიიღო პასუხი იმ ადამიანმა, მორჩა, მარტივია. მერე როგორ აღმოჩნდა, რომ თურმე ერთ-ერთ ტელევიზიაზე ამისთვის „სქრინი“ კეთდებოდა, რომ ამით აემხედრებინათ საზოგადოება. საზოგადოებამ კარგად იცის, რას წარმოადგენენ „ნაცმოძრაობის“ წევრები, ზონდერები და რა ამოცანა აქვთ. გამორიცხულია, ვერ არევენ აქ სიტუაციას, იმიტომ რომ მკაფიოდ დააფიქსირა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, რომ მშვიდობა და განვითარება სურს“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
გიორგი ფარცვანია, რომელმაც მამუკა მდინარაძისათვის პროვოკაციის მოწყობა სცადა, წარსულში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების ბრალდებით არის გასამართლებული.