ირაკლი ქადაგიშვილი: ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

ირაკლი ქადაგიშვილი: ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ხოშტარიაც, ჯაფარიძეც, ვაშაძეც და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ისინი სხვადახვა პოზიციაზე მუშაობდნენ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელმძღვანელი პირები იყვნენ და მიმდინარეობს ამ პარტიის, გარკვეული პოლიტიკური მოძრაობის დაშლის პროცესი. ახლა ესენი ცდილობენ, რაღაც პოზიციონირება გააკეთონ, ხან ერთმანეთს გაემიჯნონ და ხან შეუერთდნენ ერთმანეთს; იქ ბრძოლა არის გავლენებისთვის, ფინანსებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ შინაარსობრივად, ეს ყველაფერი უკვე გუშინდელი დღეა. ეს რომ გუშინდელი დღეა, იმაშიც გამოჩნდა, რომ ქვეყანას და საზოგადოებას ვერაფერი პოზიტიური ვერ შესთავაზეს. დღესაც დადიან და სადაც ხელი მიუწვდებათ, ზოგან ლოზუნგს იძახიან, საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებსო, მერე კი ამას მოჰყვება ყველანაირი ქმედება, რომ საქართველომ ახლა არ მიიღოს კიდევ რამე წინსვლა ამ გზაზე. არის მუდმივი საბოტაჟი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.