მიხეილ სარჯველაძე: იმდენად მაღალია დაძაბულობის ფონი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ ერთმანეთის მიმართ უკვე სრული აუტანლობა აქვთ

მიხეილ სარჯველაძე: იმდენად მაღალია დაძაბულობის ფონი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ ერთმანეთის მიმართ უკვე სრული აუტანლობა აქვთ

ამ აქციის არსი ის იყო, რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო კარგად წარმოაჩენს საკუთარ ამომრჩევლებში სააკაშვილის თავისუფლებისთვის მებრძოლი ჰეროიკულ სახეს, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია.

„საზოგადოებისთვის გასაგებია, რომ იმდენად მაღალია დაძაბულობის ფონი „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ ერთმანეთის მიმართ უკვე სრული აუტანლობა აქვთ. ამიტომ კანონზომიერად მეჩვენება, რომ ისინი ცალ-ცალკე მიდიან და ცალ-ცალკე მოღვაწეობენ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისის წინ, მიმდებარე ქუჩაზე, აქცია გამართეს და მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა მოითხოვეს.