„რა თქვენი საქმეა? - „მიგაჯენთ“ პროკურატურაში“ - მარიამ ჯიშკარიანი „ქრონიკის“ კითხვამ გააღიზიანა

„რა თქვენი საქმეა? - „მიგაჯენთ“ პროკურატურაში“ - მარიამ ჯიშკარიანი „ქრონიკის“ კითხვამ გააღიზიანა

რა თქვენი საქმეა? რა დევს და რა არა, ეს იცის ექსპერტთა ჯგუფმა, - ასე უპასუხა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა „ქრონიკის“ კითხვას - დევს თუ არა საქმეში ამერიკელი ექსპერტის, ტოქსიკოლოგის დასკვნა?

„ჩვენი საექსპერტო კვლევა ძალიან სრულყოფილია. თქვენ საიდან იცით, რა არის გადმოგზავნილი და რა არა? ისტერიკაში ნუ ჩავარდებით - როგორც კი ცრუ ინფორმაციას გაუშვებთ, მიგაჯენთ პროკურატურაში. რა თქვენი საქმეა? რა დევს და რა არა, ეს იცის ექსპერტთა ჯგუფმა, ექსპერტიზა არის კონფიდენციალური, ამ ეტაპზე თქვენს მოქმედებებს განვიხილავთ, როგორც ექსპერტიზაზე ზეწოლად. თავი დამანებეთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში.

Aburjga Tasmanieli ეს ვერ არის რა! რის ემპათია, საერთოდ ამ ქვეყანაშიგასაჩერებელი არ არის!
2 წლის უკან