ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური: ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში

ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაური: ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში

დიდი მადლობა. უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა თავდაცვის სამინისტროს და, რა თქმა უნდა, თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძეს მასპინძლობისთვის. ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება, ამ ქვეყნის სილამაზის, გემრიელი სამზარეულოსა და სტუმართმოყვარეობის განცდა, ეს არაჩვეულებრივია. მაგრამ, ყველაზე მეტად სასიამოვნოა იმ კარგი და მტკიცე ურთიერთობის განცდა, რაც ქართველ სამხედროებთან გვაქვს, - ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა განაცხადა. გენერალ კრისტოფერ კავოლის კომენტარს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა წლების განმავლობაში შესანიშნავი პროგრესი განიცადა, ძალების პროფესიონალიზაციის კუთხით და ჩამოყალიბდა ისეთ სერიოზულ სამხედრო ძალად, რომელსაც შეუძლია ამ ქვეყნის დაცვა.

„სწორედ ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ შეძლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლოს მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობისა და ერთიანობის აქ და რეგიონში. ასე რომ, ეს გახლდათ ჩვენი შეხვედრის მიზანი, სამხედრო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის განხილვა, რომელიც შესანიშნავად მიმდინარეობს“, - განაცხადა გენერალმა.