ზურაბ ჯაფარიძე:  მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის

ზურაბ ჯაფარიძე: მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის

მიხეილ სააკაშვილი გასათავისუფლებელია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯის გადამდგმელი არ არის. სხვანაირი მენტალიტეტის ხალხია. ისინი თვლიან, რომ ეს იქნება უკან დახევა და სისუსტის ჩვენება, - ამის შესახებ პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, მმართველი გუნდი მიხეილ სააკაშვილს იქამდე არ გაათავისუფლებს, სანამ მეორე მხარეს ანგარიშგასაწევი ძალა არ იქნება.

„ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, სანამ მეორე მხარეს არ იქნება ანგარიშგასაწევი ძალა, რომელიც აიძულებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. ამ ძალის შექმნას ოპოზიციურ ფლანგზე დიდი ერთობა სჭირდება“, - აღნიშნავს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, , ცენტრმა „ემპათიამ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.

როგორც „ემპათიაში“ აღნიშნავენ, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ამასთან, ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.