გივი მიქანაძე „ნაცმოძრაობაზე“: ისეთ ღრმა კრიზისში არიან შესულები, საიდანაც გამოსავალი არ არის

გივი მიქანაძე „ნაცმოძრაობაზე“: ისეთ ღრმა კრიზისში არიან შესულები, საიდანაც გამოსავალი არ არის

იმდენად დიდ კრიზისამდე არის მისული მდგომარეობა, რომ თვითონაც ვერ გარკვეულან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას აცხადებს.

„რომ ჰკითხოთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ხვალ, მოკლე პერსპექტივაში რა მოხდება, ვერავინ გიპასუხებთ, იმიტომ რომ თვითონაც ხვდებიან როგორ ღრმა კრიზისში არიან შესულები, საიდანაც გამოსავალი არ არის“, - ამბობს მიქანაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიულ არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. პარტიის პოლიტსაბჭო უახლოეს დღეებში შეიკრიბება, სადაც არჩევნების ჩატარების პროცედურებზე შეჯერდებიან, მათ შორის არჩევნების ჩატარების ზუსტ თარიღთან დაკავშირებით.