გია ცაგარეიშვილი: მათ დაიქირავეს ლობისტური კომპანია, იმისთვის, რომ მოახდინოს დასავლეთის ქვეყნებში პატიმარი სააკაშვილის თემის პოპულარიზაცია და მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა

გია ცაგარეიშვილი: მათ დაიქირავეს ლობისტური კომპანია, იმისთვის, რომ მოახდინოს დასავლეთის ქვეყნებში პატიმარი სააკაშვილის თემის პოპულარიზაცია და მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას, სადაც განმარტავს, რომ პიარკომპანიის მუშაობის მიზანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორებისა და საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება იქნება, მმართველი გუნდის წევრი გია ცაგარეიშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ მიზანია, ლობისტური კომპანიის საშუალებით, ზეწოლა მოახდინოს საქართველოს ხელისუფლებაზე.

„მათ დაიქირავეს ლობისტური კომპანია, რომელსაც 15 000 დოლარს გადაუხდიან ყოველთვიურად იმისთვის, რომ მოახდინოს დასავლეთის ქვეყნებში პატიმარი სააკაშვილის თემის პოპულარიზაცია, მოახდინოს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, იმ მიზნით, რომ სააკაშვილი გამოუშვას ხელისუფლებამ ციხიდან“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გიული ალასანიამ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ კომპანიასთან, რომელიც პიარ-კამპანიას გაუწევს სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას.