მიხეილ ყაველაშვილი: დღეს საქართველო დგამს თავისი დამოუკიდებელი, გონივრული პოლიტიკის განვითარების პირველ ნაბიჯებს - სწორედ ამ მიმართულებითაა ყველაზე დიდი ზეწოლა, „დემოკრატიის უკუსვლაზე“ საუბარი არა პროცესის შეფასება, არამედ აგენტოკრატიაა

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.

მისი თქმით, ოპოზიციის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება არის არა დემოკრატიული პროცესის შეფასება, არამედ - აგენტოკრატია.

„დღეს საქართველო დგამს თავისი დამოუკიდებელი, გონიერი პოლიტიკის განვითარების პირველ ნაბიჯებს - სწორედ აქ არის ყველაზე დიდი ზეწოლა. მათი ეს დამოკიდებულება არის არა პროცესის შეფასება, არამედ - აგენტოკრატია. ეს ადამიანები დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არის არჩეული და დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს, ვერ ეგუებიან. ბატონი თალაკვაძე კითხვებს სვამდა, საქართველოს მიმართ რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ინსტიტუტს როგორც ევროკავშირში, ისე - ამერიკის შეერთებულ შტატებში? ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი პირიქით არის და საქართველო სწორად ვითარდება. გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.