გიორგი ბარამიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ აუცილებელი გახდა პარტიული არჩევნები გადაიწიოს, პოლიტსაბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს

გიორგი ბარამიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ აუცილებელი გახდა პარტიული არჩევნები გადაიწიოს, პოლიტსაბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ აუცილებელი გახდა პარტიული არჩევნები გადაიწიოს, პოლიტსაბჭო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით თუ გახდა საჭიროება, ერთი დღით, ორი დღით, თუ უფრო დიდი ხნით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნების გადაწევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭო", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.