ვახო ხუზმიაშვილი: ქალბატონო მაია სულ არ შეცვლილხართ, 2007 წელს, რომ ვისმენდი თქვენს ცინიკურ განცხადებებს, მეგონა აქამდე გადაფასებას შეძლებდით

ვახო ხუზმიაშვილი: ქალბატონო მაია სულ არ შეცვლილხართ, 2007 წელს, რომ ვისმენდი თქვენს ცინიკურ განცხადებებს, მეგონა აქამდე გადაფასებას შეძლებდით

ქალბატონო მაია სულ არ შეცვლილხართ, 2007 წელს, რომ ვისმენდი თქვენს ცინიკურ განცხადებებს მეგონა აქამდე გადაფასებას შეძლებდით - ამ სიტყვებით მიმართა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ტელე წამყვანმა,  ვახო ხუზმიაშვილმა ნაცმოძრაობის ყოფილ წევრს, მაია ნადირაძეს, რომელმაც ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან სიცრუის კასკადს  ჟურნალისტი, რეაგირების გარეშე არ უნდა ისმენდეს.

მაია ნადირაძე: „არ ვიცი "ნაციონალურ მოძრაობაში" რა მოცემულობაა, არ ვიცი ვინ რა განცხადებებს აკეთებს, როგორ არიან დაქსაქსულები და ვინ რა იდეას ერთგულებს. მე ვიცი, რომ არ მინდა იმ ქვეყნის მოქალაქე ვიყო, რომლის პრეზიდენტსაც ციხეში წამებით მიკლავენ და ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ამას ჩაიდენს. ხელისუფლება მათ პირობითად ჰქვია. ცოტა ხნის წინ მოვისმინე ერთ-ერთი მათგანის კასკადი ტყუილების, ბოდვების და არავინ გაახსენა, რომ ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ქართველი ჯარისკაცების პირადი მონაცემები გადასცა რუსებს, ეს არის ხელისუფლება ეგრეთ წოდებული, რომელიც რუსეთზე ორიენტირებულია და მხოლოდ მის დირექტივებს აკეთებს. ეს არის ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე თვით მყოფი პრემიერ მინისტრის, მილიარდერი ივანიშვილის დაცვით არის დაკავებული 24 საათი და ამ ჭაობში ისე არიან ჩამხვრჩვალები და ამ მორევში ისე არიან ამოგანგლურები, რომ საკუთარი ტყუილებით თავს იმახინჯებენ და საწყენია, როდესაც ასეთ კასკადს ისმენს ჟურნალისტი სიცრუის და არანაირ შეფასებას არ აკეთებს“.

ვახო ხუზმიაშვილი: ქალბატონო მაია სულ არ შეცვლილხართ, მინდა გითხრათ.  2007 წელს, რომ ვისმენდი თქვენს ცინიკურ განცხადებებს, ახლა 15 წლის შემდეგ,  მეგონა  გადაფასებას მოახდენდით . თქვენგან როგორ უნდა მივიღო შენიშვნები, წლების განმავლობაში ჟურნალისტებს გვარბევდნენ და თქვენ ხმას არ იღებდით. 

საერთოდ არ შეიცვალეთ?! ისევ ისე დასცინიხართ ჟურნალისტებს?!  გისვამთ შეკითხვას და აქ ლექციებს მიკითხავთ. ვინ მოგცათ ამის უფლება აქ მამეცადინოთ?! "იმედში" შევარდნას ამართლებდით, თქვენს განცხადებებს გადახედეთ. 2004 წელს, როდესაც ტელეკომპანია  "იბერიაში" შემოვარდნენ, თქვენ თქვით მაშინ, რომ ეს ძალიან კარგი იყო და ახლა მოდიხართ და ლექციებს მიკითხავთ. საერთოდ არ შეიცვალეთ?! საერთოდ არ მოახდინეთ გადაფასება?! რამდენიმე დღის წინ  გირგვლიანზე საოცარი განცხადება გააკეთეთ... 

აღარ მაინტრრესებს თქვენთან დისკუსია, ნახვამდის“.