ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავს სახელმწიფოს და ერთ-ერთ კარგ კლინიკაშია გადაყვანილი

ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავს სახელმწიფოს და ერთ-ერთ კარგ კლინიკაშია გადაყვანილი

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს ის, რომ მისთვის იმ ცხოვრების წესიდან, რითაც ცხოვრობდა, ციხეში და შეზღუდული თავისუფლების პირობებში გადასვლით მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა აქვს მიღებული, რაც მისი ჯანმრთელობის ასეთ მდგომარეობას განაპირობებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი არის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ. შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და ამის მიზეზები შეიძლება სხვა და სხვა სამედიცინო თუ ფსიქოლოგიურო მომენტებიდან გამომდინარეობდეს. მაგრამ ის მუდმივად მკურნალობისა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც ჩვენ, რიგითმა მოქალაქეებმა ვიცით, მის ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს ის, რომ მისთვის იმ ცხოვრების წესიდან და სტილიდან, რითაც ცხოვრობდა, ციხეში და შეზღუდული თავისუფლების პირობებში გადასვლით მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა აქვს მიღებული და გამომდინარე აქედან, ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა განაპირობებს მისი ჯანმრთელობის ასეთ მდგომარეობას. აქედან გამომდინარეა, რომ ის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავს სახელმწიფოს და ერთ-ერთ კარგ კლინიკაშია გადაყვანილი. ის, რომ ზოგადად ადამიანზე თავისუფლების აღკვეთა სხვადასხვანაირად მოქმედებს და ეს ფსიქოლოგიური განწყობა ამა თუ იმ ფორმით ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება, გასაგებია და ამიტომაც არსებობს სპეციალური მონიტორინგი, სამედიცინო დაკვირვება და მკურნალობა ასეთი მდგომარეობის ადამიანებისთვის და თუ გაათავისუფლებ აქედან ნებისმიერ ადამიანს, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა რა თქმა უნდა, შეიძლება უკეთესი გახდეს და ამ კარგი განწყობიდან სხვა რაღაცებიც გაუმჯობესდეს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.