ჩვენთვის მოულოდნელად, მოსამართლემ წარმოადგინა კლინიკა „ვივამედის“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება სასამართლოში კლინიკამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ეს კითხვის ნიშნებს აჩენს, - ამის შესახებ დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. მესამე პრეზიდენტის ადვოკატის თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
„მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობის მიზნით იმყოფება მაისის შემდეგ და ამ ხნის განმავლობაში არა თუ არ გაუმჯობესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ იმ კონდიციამდე გაუარესდა, რომ დაახლოებით 3 კილომეტრის მანძილზე ტრანსპორტირებაც არ არის შესაძლებელი. ეს ადასტურებს ერთადერთ რამეს - რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები“, - აცხადებს საძაგლიშვილი.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმის პროცესი გადაიდო. ამის მიზეზი, კლინიკა „ვივამედის“ ცნობა გახდა, რომელშიც საუბარია, რომ ექიმებმა, სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს.