ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი, რომ მისი ეს სურვილი არის ცოტა კომიკური,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჭიაბერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში დიდი როლი მიუძღვის.
„ჩემი ძალიან დიდი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი, რომ მისი ეს სურვილი არის ცოტა კომიკური. იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ექვსი წლის წინ ხმაურით წასული ბატონი ჭიაბერაშვილი, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაში და რუსული ოცნების გაძლიერებაში, ნებსით თუ უნებლიედ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ როდესაც ახლა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობაზე უფიქრია, მინიმუმ უნდა ხვდებოდეს, რომ თუ მსგავსი სურვილი აქვს ტელევიზიით კი არ უნდა აგებინებდეს ამას პარტიის წევრებს, არამედ უნდა მოვიდეს პარტიის ოფისში“,- განაცხადა წითლიძემ.
ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარის კანდიდატურაზე არჩევანის გაკეთება, შესაძლოა ოთხ კანდიდატს შორის მოუწოის. ეს იმაზეა დამოკიდებული, საბოლოოდ გადაწყვეტს თუ არა ზურაბ ჭიაბერაშვილი ჩაუდგეს სათავეში პარტიას, საიდანაც წლების წინ, საკუთარი სურვილით წავიდა. სამომავლო გეგმებზე ჭიაბერაშვილმა გუშინდელ facebook გზავნილში დაწერა.