პეტრე მამრაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალი იყო, რადგან შეკრულები იყვნენ საერთო დანაშაულით

პეტრე მამრაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალი იყო, რადგან შეკრულები იყვნენ საერთო დანაშაულით

საბოლოო გახრწნის პროცესია, ატომიზაციის, მამრავლებად დაშლის. ეს გარდაუვალიც იყო. გარდაუვალი იყო იმიტომ, რომ შეკრულები იყვნენ საერთო დანაშაულით, სუფევდა შიდა ძალადობა, სიძულვილი და სიცრუე ერთმანეთშიც კი, - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა, პეტრე მამრაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„პოლიციური დისციპლინა იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. იყო გამოკვეთილი ლიდერი სააკაშვილი, მას მოჰქონდა ხმები. არსებობდა დიდი ორგანიზაცია და დიდი ფული. ეს სამი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს იმას, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციას შეუძლია მოიპოვოს წარმატება, იყოს მმართველი და ა.შ. ეს არსებობდა. ვერანაირი ქარიზმატული და აღიარებული სხვა ლიდერი იქ ვერ იარსებებდა. იქ არ გააჩერებდნენ არავის. სააკაშვილის პრინციპი ეს იყო“, - აღნიშნა პეტრე მამრაძემ.