ირაკლი კობახიძე გარკვეულ ევროპარლამენტარებსა და პოლიტიკოსებზე: მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი რამის გარანტია, მათ შორის, მშვიდობის, სიმშვიდის, სტაბილურობის და ისინი ამ ყველაფერს უპირისპირდებიან

ირაკლი კობახიძე გარკვეულ ევროპარლამენტარებსა და პოლიტიკოსებზე: მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი რამის გარანტია, მათ შორის, მშვიდობის, სიმშვიდის, სტაბილურობის და ისინი ამ ყველაფერს უპირისპირდებიან

მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის ბევრი რამის გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, მშვიდობის, სიმშვიდის, სტაბილურობის გარანტი და ისინი ამ ყველაფერს უპირისპირდებიან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ კვირას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას მიერ დაანონსებული შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.

„ეს არის გლობალური ომის პარტია. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი საქართველოში და ეს არის საქართველოში როგორმე გაიხსნას მეორე ფრონტი და აქ განვითარდეს ის პროცესები, რაც სამწუხაროდ, უკრაინაში უკვე განვითარდა. მათ იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი არის ბევრი რამის გარანტი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, მშვიდობის, სიმშვიდის, სტაბილურობის გარანტი და ისინი ამ ყველაფერს უპირისპირდებიან. მათ შორის, მშვიდობას, სიმშვიდეს, ეკონომიკურ წინსვლას ჩვენს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ისინი თანაბრად ესხმიან თავს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა კობახიძემ.

„ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“, - ამ სახელწოდებით 29 ნოემბრის შეხვედრას ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აანონსებს. ამ შეხვედრის მონაწილეები არიან იან კელი, დევიდ კრამერი, თორნიკე გორდაძე, ოლექსი გონჩარენკო და მამუკა მამულაშვილი.

Aburjga Tasmanieli დასკვნა ირაკლი, დასკვნა, ლოგიკური, დიალექტიკური?! - ყველა დასკვნა იდენტურია აშშ, დაპატარავებული ბრიტანეთი და ევროკავშირი ანუ კოლექტიური დასავლეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრები არიან, ხოლო დასვლური დემოკრატია ქართველი ერის ეგზისტენციალური მტერია! გამოსავალი?! მიტინგები, მიტინგები აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოებთან! ლოზუნგი? - წადით, წადით, წადით შეგვეშვით, თქვენი აქ ჩამომთრევის დედას---...... ! ასე, სანამ არ გადაშენდებიან!
2 წლის უკან