2010 წელს, რაგბის ცხოვრებაში გამოჩნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი ქველმოქმედება გაიღო, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, მორაგბე დავით კაჭარავა.
მან „იმედის კვირასთან“ საუბრისას, 2010 წლამდე, ქართულ რაგბიში არსებული ვითარება გაიხსენა.
„მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელსაც რაგბის ერთი მოედანიც არ ჰქონდა - არც სავარჯიშო დარბაზი და სხვა ინფრასტრუქტურაზე საუბარიც არ არის. მთელი ახალგაზრდულები ვაკის პარკის წითელ საფარზე გვაქვს ნარბენი. ეს იყო ჩვენი ყოველდღიურობა. 2010 წელს, რაგბის ცხოვრებაში გამოჩნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ძალიან დიდი ქველმოქმედება გაიღო. 2014 წელს, „მსოფლიო რაგბიმ“ მას გადასცა ჯილდო, რომელსაც ყოველწლიურად გადასცემენ რაგბიში შეტანილი წვლილისთვის. ეს ჯილდო გადაეცა ამ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილი მსოფლიოში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც ეს ჯილდო მიუღია, მაგრამ მორაგბე არასდროს ყოფილა“, - განაცხადა დავით ჯაჭარავამ.
მისივე თქმით, უელსის დამარცხებით, ქართველმა სპორტსმენებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ წვლილი, რომელიც ამ სფეროს განვითარებაში სხვადასხვა თაობამ შეიტანა, დაფასებულია.
„ყველა თაობამ თავისი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში და ეს წვლილი გამართლდა და დაფასდა. რაგბი მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული სპორტია და რაგბის სახელით, ხალხმა საქართველო გაიცნო, როგორც წარმატებული გუნდი“, - განაცხადა დავით ჯაჭარავამ.