როგორ შეიძლება ოლიგარქის განმარტება იყოს საქართველოში სხვა და უკრაინაში სხვა მაშინ, როდესაც პირველი ევროკავშირმა უკრაინას მოსთხოვა დეოლიგარქიზაციის კანონი, მაგრამ დაინახეს რა, რომ იმ კრიტერიუმებითა და ინდიკატორებით მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც მათ აფინანსებენ, ოპოზიციას ვგულისხმობ, მათ მედია საშუალებებს აფინანსებენ, ბუნებრივია გაჩნდა პოლიტიკური ინტერესი და პოლიტიკური ბოიკოტი ამ საკითხისადმი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „იმედის კვირას“ განუცხადა.
„რეალურად ახლა იცავენ თავიანთ რეალურ ოლიგარქს და დამფინანსებელს დავით კეზერაშვილს და ამ კანონპროექტით ცდილობენ, რომ როგორმე გადაფარონ ის კარგი მოდელი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა“, - განაცხადა გიორგი ამილახვრმა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.
„ქრონიკამ“ ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა - შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით“.