კინოლოგი: პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს

კინოლოგი: პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს

აუცილებელია, რომ პიტბული მოხვდეს გამოცდილი ადამიანის ხელში, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ კინოლოგმა ზვიად ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ჯიში ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს.

„აუცილებელია მისი ხასიათის, ტემპერამენტის, გენეტიკის - ყველაფრის გათვალისწინება, რადგან შემდეგ ასეთი სავალალო შედეგები არ მივიღოთ. აუცილებელია, რომ პიტბული მოხვდეს გამოცდილი ადამიანის ხელში და ასევე აუცილებელია, ბევრი დროის დათმობა, ვარჯიში, წვრთნა. სხვა შემთხვევაში ვიღებთ ხოლმე ძალიან ცუდ შედეგს. რეალურად რომ ვთქვათ, პიტბული ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.

რამდენიმე დღის წინ, პიტბული მცირეწლოვანს თავს დაესხა. ბავშვი ციციშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

amo არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ისს ადამიანი ვისაც ნისი ყოლა სურს თვითონაა საზოგადოებისათვის საშიში.
2 წლის უკან