ნიკა მელიას აქტიურობა ყოველთვის თვალსაჩინო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის ბრძოლის წინა ხაზზე იყო, მიუხედავად იმისა, რა პოზიცია ეჭირა პარტიაში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
„ახლა მთავარია ამ კამპანიის შემდეგ შევინარჩუნოთ ყველამ სახე - ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ არ დაზიანდეს პარტია. შესაბამისად, ამ არჩევნებით არ მთავრდება, იწყება მთავარი პროცესები“, - განაცხადა დოლიძემ.