პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელი ევროპის მარცხი იქნება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელი ევროპის მარცხი იქნება

თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელი ევროპის მარცხი იქნება, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

პოლონეთის მთავრობის მეთაური კიევში უკრაინისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. მორავეცკის თქმით, ევროპამ უკრაინისთვის დამხარების აღმოჩენა არ უნდა შეაყოვნოს.

„ვარშავა კიევის მხარესაა, იმიტომ რომ ეს თავისუფლების მხარეა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი შედეგი: ან გაიმარჯვებს უკრაინა, ან დამარცხდება მთელი ევროპა“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.