ლევან ხაბეიშვილი: ვიქნები „ნაცმოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში

ლევან ხაბეიშვილი: ვიქნები „ნაცმოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ცხადია, ვიქნები „ნაცმოძრაობის“ რიგითი წევრი, თუ ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე, როცა სჭირდებოდა საქმეს, ვიყავი კომისიის წევრი, დამკვირვებელიც, პარტიის წარმომადგენელიც, შესაბამისად, ეს პრობლემა არაა, თუმცა დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. გამორიცხულია, „ნაცმოძრაობა“ გაიყოს ორად“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.