გიორგი ვოლსკი: რამდენადაც არ უნდა დაიყოს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ იქნება უცვლელი

გიორგი ვოლსკი: რამდენადაც არ უნდა დაიყოს „ნაციონალური მოძრაობა“, მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ იქნება უცვლელი

რამდენადაც არ უნდა დაიყოს „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნით, მათი ხასიათი, მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ იქნება უცვლელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე რასაკვირველია დამოკიდებულია ფინანსურ რესურსებზე, რომელსაც განაგებს კეზერაშვილი და ახლა ვანო მერაბიშვილის ჩაერთო ამ პოლიტიკურ მარათონში. რამდენადაც არ უნდა დაიყოს ნაციონალური მოძრაობა შიგნით, მათი ხასიათი, მათი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ იქნება უცვლელი და იქნება გამოძახილი იმ წარსულია, რომელმაც ძალიან ბევრ ქართულ ოჯახს გადაუარა“, - აცხადებს ვოლსკი.