„ნაციონალურ მოძრაობას“ რომ დაბუსტვით რეკლამა შველოდეს, ის ამ დღეში ნამდვილად არ ჩავარდებოდა, რა მდგომარეობაც დღეს არის ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ასე რომ, ყველა მცდელობა რაღაც პარტიული პიარის განხორციელებისთვის, პარტიის რეიტინგს ნამდვილად ვერ უშველის“, - აცხადებს მათიკაშვილი.
ათი ათასობით დახარჯული დოლარი ნიკა მელიას პიარისთვის. პარტიის თავმჯდომარის ბავშვობისა და ოჯახის შესახებ გაკეთებული სიუჟეტებისთვის სოციალურ ქსელში პარტია ყოველდღიურად ათასობით, ჯამში კი ათი ათასობით დოლარს ხარჯავდა. „ნაციონალურ მოძრობაში“ აღნიშნულს იმით ხსნიან, რომ თანხები წინასაარჩევნო პერიოდში იხარჯებოდა, რაც საარჩევნო პიარის ნაწილია. „ქართულ ოცნებაში“ კი სვამენ კითხვას - რამდენად გამჭვირვალეა თანხის წარმოშობის წყარო.